ოპოზიციონერი ლიდერები „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მზადყოფნას კიდევ ერთხელ გამოთქვამენ, თუმცა მათი განცხადებით, ხელისუფლებას მოლაპარაკებების დასაწყებად არანაირი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს და მხოლოდ სიტყვიერი განცხადების ფარგლებში რჩება.
ოპოზიციური სპექტრი ხაზს უსვამს, რომ დიალოგის მაგიდასთან გადანაცვლებისთვის საჭიროა მათი მთავარი მოთხოვნის, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ჰაეროვან საკითხებზე“ საუბარს არ აპირებენ.