„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით კი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, საქართველოსთვის საგანგაშო პოლიტიკური აქტია. კანდელაკი აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და „ქართულ ოცნებაში“ განგაშის ზარები უნდა შემოკრან.