სახალხო დამცველი, ადასტურებს, რომ ომბუდსმენის აპარატს ევროსაბჭოსთან სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ევროსაბჭოს ყველა შეკითხვას საქართველოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე ობიექტურად უპასუხა. მისი აზრით, ხელისუფლებამ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებს უნდა გადაავლოს თვალი, რათა შემდგომში მსგავსი შეცდომები არ განმეორდეს.უმცირესობაში კი მოსამართლეობის კანდიდატის, ევა გოცირიძის წერილს "სამარცხვინოს და არასერიოზულს" უწოდებენ.