პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში პოლიტიკური სპექტრის ჩართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგოც მან განაცხადა ოპოზიციაში მოინახება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც პარლამენტში შევა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს დაუჭერს.
იოსელიანის შეფასებით, პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების ღალატი იქნება, მისიევე თქმით „პარტია“ მოქალაქეები ყველაფერს აკეთებენ რომ პროცესების განვითარებას ხელი შეუწყონ.