ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების რესურსი აღარ არსებობს. როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, თუ მმართველ პარტიას ოპოზიციისთვის შესათავაზებელი ფორმატი აქვს მისი გასაჯაროების უამრავი საჯარო და არასაჯარო გზა არსებობს. ბოკერიას თქმით, ნორმალურ ვითარებაში არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებას ორი პირობის შესრულება დაპირებული პროპორციული არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოუწევს.