ნაციონალური მოძრაობა ამერიკელი კონგრესმენების წერილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხს იწუნებს. პარტიის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით კონგრესმენების შეშფოთებას არც ერთი ადეკვატური პასუხი არ გასცემია მთავრობის მხრიდან, რაც მიუთითებს იმაზე რომ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროსგან სრულ იზოლაციაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, კონგრესის ოთხმა წევრმა კრიტიკულად შეაფასეს მთავრობის კონკრეტული გადაწყვეტილებები. მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კანონპროექტის ჩაგდება, ასევე ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტა და პროცესების პოლიტიზირება.