"ევროპული საქართველო" გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს.როგორც ბიუროს სხდომაზე სერგი კაპანაძემ განაცხადა, შს მინისტრმა რამდენჯერმა მოატყუა პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში მისვლასთან დაკავშირებით, ამიტომ მან უმრავლესობას მოუწოდა უზრუნველყონ შს მინისტრის მისვლა. ამ თემას ბიუროზე კამათიც მოჰყვა. "ოპოზიციაში ხართ თუ ხელისუფლებაში, ხელწერა არ გეცვლებათ, ერთნაირად იქცევით", - ასე მიმართა უმრავლესობამ ოპოზიციას. ქართული ოცნების შეფასებით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას ქმედებები სოფელ ველისციხეში იყო "სამაგალითო", თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს დეპუტატი.