ოპოზიციაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიან მაჟორიტარებზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და საუბარი უკვე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზეა. ამასთან როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება არის არა დათმობა, არამედ ქიში ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებას.