ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა გააჟღერა - Palitra News

ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა გააჟღერა

2021-03-20 12:38:58+04:00

„დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბება.