ოპოზიციამ „ლელოს“ ოფისში მორიგი შეხვედრა გამართა. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, ოპოზიცის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა განიხილეს.
რაც შეეხება საკითხს, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები განმარტავენ, ეს ხელისუფლების „გონივრულ წინადადებაზეა“ დამოკიდებული. ლიდერები თვლიან, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს არ აქვს საპასუხო, კონტრშემოთავაზება და ეს არის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, თუ რატომ არ იმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები.
მათი განცხადებით, ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და ქვეყანაში მაინც რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.