ოპოზიციის ნაწილმა საარჩევნო სისტემის შეცვლისა და 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერები პარლამენტს წარუდგინა. ოპოზიცია ითხოვს, რომ მმართველმა გუნდმა მოსხლეობის აზრი გაითვალისწინოს და საარჩევნო სისტემა არა 2024 წელს არამედ 2020 წელს შეცვალოს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროზე მეტი ხელმოწერები შეგროვდა და აქედან გამომდინარე „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინოს.