ბოიკოტი გამოუცხადეს საკრებულოს სხდომას დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. ოპოზიცია "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და საკრებულოს განხილვებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. მათი თქმით, უმრავლესობის წევრების მხრიდან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირება არ ხდება, რაც ერთპიროვნულ მმართველობას ადასტურებს.
დღევანდელ სხომდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა დედაქალაქის ბიუჯეტიზ ზრდაზე იმსჯელეს, რის შედეგადაც ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება და თბილისში ავდოდრომის მოწყობა მოხდება.
ამასთან დაკავშირებით საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცახდა. მისი თქმით, საკრებულოში საავტომობილო ფედერაციისთვის იმ 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე იმსჯელებენ, სადაც ავტოდრომი უნდა მოეწყოს. ამასთან, ჟორჟოლიანის თქმითვე, საკრებულოში დღეს განიხილება მოქალაქეებისთვის ბინების 1 ლარად დაკანონების