ამ დღეებში დავინახეთ, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ქურდულ-ოლიგარქული კლანი, ადამიანების კასტა, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე თავისუფალ ადამიანებთან,“ - ეს განცხადება, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი ვაშაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება. მისი თქმით, ბიზნესზე რეკეტის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას.ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით კი აუდიო მასალები ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია, დააბრუნა არაფორმალური, მაფიოზური მართვის მოდელი. ჩანაწერების სრულად გამოქვეყნებასა და დროულ რეაგირებას ითხოვს "შენების მოძროაბის" ლიდერი დავით უსუფაშვილიც.