პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე პრეზიდენტის, მთავრობის უფლებამოსილებებსა და თავდაცვის საკითხზე მომუშავე ჯგუფი პრეზიდენტის და მთავრობის უფლებამოსილებების გამიჯვნის და პრეზიდენტის არჩევის წესს განიხილავს. მმართველი გუნდი სრულად საპარლამენტო მმართველობას ემხრობა და თვლის, რომ პრეზიდენტის არჩევის წესიც მისი ფუნქციებისა და პოლიტიკური როლის შესაბამისი უნდა იყოს.ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის საკითხზე გამოთქმულ უმრავლესობის მოსაზრებებს არ იზიარებს.