საპარლამენტო უმცირესობის წევრები პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას აფასებენ.
როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, მთავრობამ როგორც იქნა განაცხადა ტრანსპორტის აღდგენისა და ეკონომიკის რეალური გახსნის შესახებ და უკეთესი იქნება თუკი ხელისუფლება ოპოზიციის რჩევებსა და საქმიან წინადადებს უფრო სწრაფად მოუსმენს. მისივე თქმით, ახლა მთავრობამ შემდეგი ნაბიჯი გადასახადების დაწევის კუთხით უნდა გადადგას.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარის რომან გოცირიძის განცხადებით კი, პანდემიას საქართველო სუსტი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით შეხვდა და ყველაზე მძიმე ეკონომიკური ზიანი განიცადა. მისი თქმით, კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც დღეს პრემიერს მოუწევს, შეეხება ქვეყნის ეკონომიკას, მოსახლეობის და ბიზნესის დახმარების გეგმასა და საგანგებო ბიუჯეტს.