8 საათიდან საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან, აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას ცდილობენ. შენობის მთელ პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა. პოლიციის წარმომადგენლები ოპოზიციის დეპუტატებს მოუწოდებდნენ, რომ გადასულიყვნენ ტროტუარზე და ასე გამოეხატათ პროტესტი, თუმცა ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველევბს და განაცხადეს რომ ქუჩის გადაკეტვით შეეცდებიან "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის დისკომფორტის შექმნას. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "მონა", "მონა". საბოლოოდ, პოლიციის კორდორის ზეწოლის შედეგად აქციის მონაწილეების გადაყვანა მაინც მოხერხდა.