ოპოზიცია სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრის პარლამენტში გამოსვლას აფასებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშსს საგანგაშოს უწოდებს. როგორც ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა ქართული ოცნების ერთადერთი წარმატებული სფერო ციხეები იყო და ეს მიმართულებაც ჩამოეშალათ.
თავის მხრივ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრის რეაგირებას სახალხო დამცველის ანგარიშში არსებულ კრიტიკაზე სამარცხვინო უწოდა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ მინისტრი იმ პრობლემებით შეწუხებულიყო, რაც სახალხო დამცველის მოხსენებაში იყო და დისკუსია გაემართათ ამ ყველაფერზე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობას და ივანიშვილის რეპუტაციას.