ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს, იმ ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვოს, რომლებთანაც საქართველო საზღვრებს ხსნის. გარდა ამისა, "ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ საქართველომ შესაბამისი რეგულაციების დაცვით, სახმელეთო საზღვარი უნდა გახსნას თურქეთთანაც.
ამასთან, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზღვრების ზოგიერთ ქვეყანასთან გახსნის თაობაზე სწორი, თუმცა დაგვიანებულია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ გაუგებარია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღო საბჭომ გადაწყვეტილება.