ოპოზიცია მმართველ გუნდს სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებს. როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, ბოლო პერიოდში ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენით გამოთქმული ეპითეტები გაისმის. ოპოციონერი დეპუტატი ამას იმ ამომრჩევლების შეურაცხყოფას უწოდებს, ვინც ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს. მისივე თქმით, ამ საკითხზე იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ შესაძლოა, სასამართლოს მიმართონ.