ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები მეტროსადგურ „დელისიდან” ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია მოქალაქეების ინფორმირება კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო საქართველოსთვის” და „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები. მსვლელობის მონაწილეები არიგებენ ფლაერებს წარწერებით: „გაყალბებულია”, „კვირას 3-ზე პარლამენტთან”.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, მასშტაბური აქცია დაანონსეს.