ოპოზიცია მარტივად შევჯერდებით იმაზე, რომ "ევროპული საქართველოდან" ცნობადი ლიდერები მაჟორიტარებად დადგნენ - დავით ბაქრაძე - Palitra News

ოპოზიცია მარტივად შევჯერდებით იმაზე, რომ "ევროპული საქართველოდან" ცნობადი ლიდერები მაჟორიტარებად დადგნენ - დავით ბაქრაძე

2020-05-19 16:04:05+04:00

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ამჟამად ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები მაჟორიტარობის კანდიდატების გადანაწილებაზე მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას იმის ფუფუნება არ ექნება, რომ ოპოზიციის ხმები გაიყოს.

დავით ბაქრაძის თქმით, საარჩევნო ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება წარმოდგენილი. ბაქრაძის თქმით, მაორიტარებად იყრიან კენჭს "ევროპული საქართველოს" ლიდერები, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმება მიღწეულია.