ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ არც დღეს ესწრებიან.
როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, მათ მინისტრობის კანდიდატებთან არანაირი შეკითხვები არ აქვთ, რადგან სწორედ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება ქვეყანაში არსებული კრიზისები.
შეგახსენებთ რომ პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ.