ოპოზიცია იმედს იტოვებს რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა განსახილველი საკითხი მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება ვინაიდან ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება სწორედ ვადამდელი არჩევნებია. მელიას თქმით მოლაპარაკებების პროცესში ფასილიტატორების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.