ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებასთან უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით ბრალდებები არსებობს, თუმცა გუდაური-ქვეშეთი-კობის გზა პრობლემას არ წარმოადგენს. ბოკერია ყაზბეგის გზასთან დაკავშიორებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა რომ პრობლემა მთლიანად უსფრთხოების პოლიტიკაშია. ცნობისთვის, ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა რომ სახელმწიფო ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს ჩრდილოეთის გზისთვის, მაშინ, როცა გაცილებით მასშტაბური „ანაკლიის განვითარების პროექტისთვის“ 50 მილიონის გარანტიის გამოყოფაზე თქვა უარი.