ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს აფასებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის, შეფასებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა იმაზე მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია. მისივე თქმით, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მმართველ გუნდს ახალი სახეების მოზიდვის რესურსი არ აქვს.
თავის მხრივ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდოამრე რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ საზოგადეობამ იხილა წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით.