ოპოზიციის შეფასებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პანიკაშია, რადგან მან შიდა კვლევებით ნახა, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური მხარდაჭერა მისას აღემატება. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ყოველდღიურად იკლებს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით კი IRI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" ნებისმიერ სამართლიან საარჩევნო სისტემაში დამარცხდება. მისივე თქმით, ეკონომიკური პრობლემებით, გაჭირვებითა და მთავრობის შეუსრულებელი დაპირებებით ქვეყანაში მზარდი უკმაყოფილებაა.