საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი შოთაძის შესაძლო გაპროკურორობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს რომ შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება ეს საზოგადოების შეურაცხოფაა.
როგორც დეპუტატი სერგო რატიანი აცხადებს, ამ შეურაცხოფას ხალხს ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი აყენებს. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით კი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება შედის ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის ინტერესებში, რადგან ისინი ცდილობენ შოთაძე, როგორც კარგი შემსრულებელი, გუნდში დაიბრუნონ.