გომბორის შემოვლით გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები თელავიდან სწორედ გომბორისკენ მოემართებიან, სადაც მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.ადგილზე სამართალდამცავთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ადგილზე უკვე მივიდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, პოლიციის ასეთი მობილიზება გასაოცარია. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ძნელია იმის ახსნა, რას ემსახურება ამხელა მობილიზაცია.