ერთპარტიული პარლამენტი არის ყველას მარცხი, სახელმწიფოს მარცხია და არ მიმაჩნია, რომ ეს არის ოპოზიციის გამარჯვება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება შედგება, ამ შემთხვევაში ოპოზიციამ შესაძლოა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუმცა, ეს შეთანხმება ვერ იქნება ისეთ საკითხებზე რომელიც „ქართული ოცნების“ ინტერესებშია.