ოპოზიცია ვარაუდობს, რომ "გაზპრომი" ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება კაბალურ ხელშეკრულებაზე დაიყოლის, რის გამოც ხელის მოწერა ამ დრომდე ჭიანურდება. ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო მთავრობას მოუწოდებენ, რომ რუსეთთან დათმობაზე არ წავიდეს და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო პირობები დააყენონ. "გაზპრომთან" გასულ წელს დადებული ხელშეკრულების პირობების გამო, საპარლამენტო უმცირესობის მდივანი ირაკლი აბესაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის შეთავაზებულ პირობას დათანხმდა