ოპოზიცია და მესამე სექტორი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების გაუქმებასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. პოლიტიკოსებმა არასამთავრობო სექტორთან ერთად მედიაგარემო და ხელისუფლების ინტერესები განიხილეს და ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომელიც მოგვიანებით გასაჯაროვდება.ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ცალსახაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი ბორდი პარლამენტის მიმართ თავს ანგარიშვალდებულად არ გრძნობს. რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი თამარ კორძაია კი საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ იმ ფინანსურ დარღვევებს უსვამს ხაზს, რომელიც აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა.არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ღია ზეწოლად აფასებენ.