ოპოზიციური პარტიები დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებას გეგმავენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას სამოქმედო გეგმას პარლამენტის შენობის წინ შეკრებისას გააცნობენ.
მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება.