ოპოზიციის წარმომადგენელი "ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მისი შეჩერების ყველაზე სწრაფი გზა ვეტოა. ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში პარლამენტის განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს.
როგორც სამადაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პროცესის შეჩერება ახლა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია იმედს გამოთქვამს რომ პრეზიდენტი კანონპროექს ვეტოს დაადებს.
საკითხზე ისაუბრა ალეკო ელისაშვილმაც და ისურვა, რომ პრეზიდენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაატოს.