ოპოზიცია 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრალვესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო "ნაციონალები" იქნებიან წარმოდგენილები.
თავის მხრივ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, განცხადება, რომ 20 ივნისს თავებს დაითვლიან, შეიძლება გააკეთოს მხოლოდ უთავო ადამიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებთან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული აქტივი იქნება.