ოპოზიცია „15 მაისის შტაბს” ქმნის. ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებულ აქციაზე.