23:44
23 მაისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
"ოპონენტებს ჰგონიათ, თითქოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა მხოლოდ ხელისუფლების პრეროგატივაა" - ირაკლი სესიაშვილი
22-04-2019

„მძიმე ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ გარშემო პოლიტიკურ ძალებსა და ე.წ.ექსპერტებს, რომლებიც ხელს იშვერენ ხელისუფლებისკენ მიუხედავად ფაქტობრივი გარემოებებისა, მაშინ, როდესაც არანაირი პასუხისმგებლობის აღება არათუ არ უნდათ, სახელმწიფო ინტერესებიც არ აინტერესებთ. ყველაფერს აქვს საზღვარი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს ოპონენტებს ჰგონიათ, თითქოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა მხოლოდ ხელისუფლების პრეროგატივა და ვალდებულებაა. თითოეულ მათგანს მგონი, განცდა არ აქვს, რა საკითხთან გვაქვს საქმე, რა მოხდა და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. თუ რამე მოხდა, ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, მოვლენის უკან კი რა არის, რა გამოწვევები, პრობლემები და ქვეყნის ინტერესებია, მგონი, საერთოდ არ აინტერესებთ. რა მესმის, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აკეთებს განცხადებებს, რას შვრებით, პანკისში როგორ შეიძებოდა სპეცრაზმის ავყვანაო, როცა ისინი ცეცხლითა და მახვილით ოჯახებში შედიოდნენ და აწიოკებდნენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა პანკისელების გარკვეული ნაწილი განცხადებაზეც, რომ გუშინდელი მოვლენების გამო ერთი ადამიანიც არ უნდა იყოს დაკავებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანალოგიური მოვლენები განვითარდება.

AutoPlay
"ფარცხალაძე ერთ-ერთი გამორჩეულია ივანიშვილის სავაზიროში" - დავით ბერძენიშვილი
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
"ახალგაზრდა გოგონას ინტერესების დასაცავად ჩავერთე მისი დაკავების შემდეგ, მან გამოიყენა დუმილის უფლება" - ქეთევან გაგოევი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
"პირველ ეტაპზე განაცხადეს, რომ თითქოს თვითდაზიანებები მივიყენე, ანუ ჩემი თავი ვიცემე" - ლაშა თორდია
გამოქვეყნდა 58 წუთის წინ
"360 გრადუსი" - ბურჯანაძის პოზიცია; ჩვილის მკვლელობა აღაიანში; შუალედური არჩვენების შედეგები; უმრავლესობის შეფასება; ყოფილი ვიცე-პრემიერის დაბრუნება
22-05-2019
360 გრადუსი: NDI-ის კვლევა; შუალედური და რიგგარეშე არჩევნების შეფასება; ოპოზიციის გეგმები; ბოკერიას პოზიცია
21-05-2019
ელისაშვილის გზავნილი ერთი-ერთში ის გზავნილია, რა ბინძურ კამპანიასაც ატარებს "ოცნება", რომ შალვა შავგულიძე "ნაცების" კანდიდატია - გიგა ბოკერია
21-05-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები