ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი, გადატანილის ოპერაციის შემდეგ კონგრესში დაბრუნდა. კოლეგები მაკკეინს როგორც გმირს ისე დახვდნენ და ოვაციებით შეეგებნენ. მაკკეინის კონგრესში დაბრუნება აშშ-ის ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრას უკავშირდება. სიტყვით გამოსვლისას მან რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, კონგრესში დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა მნიშვნელოვანი შედეგი ვერ აჩვენეს, რაც იმის ბრალია, რომ პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთთან არ თანამშრომლობენ. სენატორ ჯონ მაკკეინს რამდენიმე დღის წინ ტვინის აგრესიული სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მას ოპერაცია 14 ივლისს არიზონაში ჩაუტარდა. კონგრესში ის ოპერაციიდან 11 დღეში დაბრუნდა. მაკკეინი ვაშინგტონს რამდენიმე დღეში დატოვებს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.