ქირურგიული ინსტრუმენტებისა და იმპლანტების ზედაპირზე პათოგენური მიკროორგანიზმებისგან შემდგარი ბიოაპკი წარმოიქმნება. ოპერაციის დროს შეტანილი ინფექცია შეიძლება სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს. მეცნიერებმა ამ საფრთხისგან დაცვის მარტივი და იაფი საშუალება იპოვეს.მცენარეთა უმეტესობა გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს. ყველაზე მეტ ამგვარ ნივთიერებას შეიცავს ეთერზეთები, მაგალითად ჩაის ხის ეთერზეთი. სპეციალისტებმა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით შეძლეს ეთერზეთების ნებისმიერ ზედაპირზე დატანა.ანტიბაქტერიული დაცვის ამ მეთოდით, ქირურგიულ ინსტრუმენტებზე ვეღარ ხვდება მავნე ნივთიერებები, რომელთაც შეუძლია ზედაპირის დაზიანება ან პაციენტის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ინსტრუმენტების დამუშავების ახალი მეთოდი ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს.