ოპერაცია "გენაცვალეს" ფარგლებში სომხეთში საქართველოს ელჩის მანქანის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს - Palitra News

ოპერაცია "გენაცვალეს" ფარგლებში სომხეთში საქართველოს ელჩის მანქანის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს

2020-02-04 12:05:27+04:00

ოპერაცია "გენაცვალეს" ფარგლებში სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩის მანქანის ძარცვის ფაქტი გახსნა.

სომხური მედიის ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მანქანას სარკეები მოპარეს. ქვეყნის კრიმინალური დაზვერვის განყოფილებამ დანაშაულში ბრალდებული სომხეთის 22 წლის მოქალაქე დააკავა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მანქანის სანომრე ნიშნები საქართველოს საელჩოს ბალანსზეა. სპეციალური ოპერაცია სახელწოდებით „გენაცვალე“ ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.