არაბთა გაერთიანებულ საამიროებში-დუბაიში, მსოფლიოში პირველად, აქლემების საავადმყოფო ფუნქციონირებს, რომელიც ერთდროულად 20 აქლემს ემსახურება. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობისთვის დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. აქლემისთვის ოპერაციის ჩატარების ფასი 1000 დოლარიდან იწყება, რენტგენის მომსახურება კი სულ მცირე 110 დოლარი ღირს.
გარდა იმისა, რომ საავადმყოფო აქლემების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ის მედიცინის ამ მიმართულების განვითარებას და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც გეგმავს. აღსანიშნავუა,რომ აქლემი გაერთიანებულო საამიროების სიმბოლოა. აუქციონზე ამ ცხოველის ფასი რამდენიმე მილიონი დოლარია.