ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გასულ წელს საქართველოში უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე არ შემოუშვეს. როგორც სუს-ის დირექტორის პირველმა მოადგილემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უწყების გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, გასულ წელს 1200 პირი ცდილობდა ყალბი დოკუმენტაციის გზით საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას. აღნიშნული პირების ქვეყნიდან გაძევების ღონისძიებებში სხვადასხვა უწყებები იყვნენ ჩართული. გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით, 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის 21 საქმეზე დაიწყო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში კი 48 პირია მიცემული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში 27-გვერდიანია და მასში სუს-ის 2018 წლის საქმიანობა არის ასახული.