ოპეკმა მიმდინარე წლის ბოლომდე ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი გააუარესა. ორგანიზაციაში თვლიან, რომ წელს მოთხოვნა 9 მილიონ 460 ათასი ბარელით შემცირდება და დღე-ღამეში 90 მილიონ 230 ათასი ბარელი იქნება.
ცნობისთვის, აგვსიტოში ოპეკი ელოდებოდა, რომ წელს ნავთობზე მოთხოვნა დღე-ღამეში 9 მილიონ 60 ათასი ბარელით, 90 მილიონ 630 ათას ბარელამდე შემცირდებოდა.
ამასთან, ოპეკი ვარაუდობს, რომ 2020 წელს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ნავთობმოპოვება შემცირდება 2 მილიონ 700 ათასი ბარელით დღე-ღამეში.
ცნობისთვის, 2019 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა დღე-ღამეში საშუალოდ 99 მილიონ 690 ათას ბარელს შეადგენდა. ოპეკის პროგნოზით, 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნა დღე-ღამეში 6 მილიონ 620 ათასი ბარელით 96 მილიონ 860 ათას ბარელამდე გაიზრდება.