01:35
17 ოქტომბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
OPEC+ დღიური ნავთობმოპოვების პროგნოზს ზრდის
02-09-2021

OPEC+ მომავალი წლის ნავთობმოპოვების მოთხოვნაზე პროგნოზს გადახედა. ჯგუფის ექსპერტებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე გაზარდეს.

OPEC+ მოელის, რომ მიმდინარე წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა დღეში 5.95 მლნ ბარელამდე გაიზრდება. ეს მაშინ, როცა 2020 წელს, კოვიდპანდემიის გამო, დღიური ნავთობმოპოვება 9 მილიონ ბარელამდე შემცირდა.

პროგნოზის გაზრდის მთავარი არგუმენტი Brent მარკის ნავთობის მაღალი ფასია, რაც ბარელზე 72 დოლარზე მეტია და მრავალწლიან მაქსიმუმთან ახლოსაა.

ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი OPEC+ ერთობლივ ტექნიკური კომიტეტის სხდომაზე გადაიხედა, რომელმაც 2021-2022 წლებში ნავთობის ბაზრის მდგომარეობის შესახებ განახლებული ანგარიში წარმოადგინა. თუმცა ანგარიში ჯერ საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომიტეტის ანგარიში მიმდინარე წელს დღეში 0,9 მილიონი ბარელი ნავთობის დეფიციტს პროგნოზირებს, რადგან გლობალური მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. იმავე ანგარიშში თავდაპირველად მომავალი წლის პროფიციტად დღეში 2.5 მილიონ ბარელ ნავთობს პროგნოზირებდნენ, თუმცა შემდეგ პროფიციტის ოდენობა, მაღალი მოთხოვნის გამო, 1.6 მილიონ ბარელამდე შეამცირეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები