ონში, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის დაჭრაში ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი მისი კუთვნილი ავტომანქანით მივიდა ქ. ონში, ვაშაძის შტაბის უფროსთან და რამდენიმეჯერ ჩაარტყა მუცლისა და წელის არეშიც დანა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით ,განზრახ მკვლელობის მცდელობით, წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.