აზარტული თამაშები და ქვეყნიდან გადინებული მილიონობით ლარი - ონლაინ თამაშების საერთაშორისო სერვერებზე წვდომა შესაძლოა აიკრძალოს. კონცეფციაში, რომელიც აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა, ნათქვამია, რომ საქართველოდან ყოველწლიურად დაახლოებით, 200 მლნ ლარი გაედინება. აღნიშნულის შესახებ სამუშაო შეხვედრაზე დეპუტატებს, მთავრობის წარმადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააცნო. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აღნიშნულის გაკეთება თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ტექნოლოგიების ეპოქაში ეს შესაძლოა, ეფექტური ვერ აღმოჩნდეს.