ახალ კანონის მიხედვით, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში ონლაინ სესხების კომპანიების მიერ გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს. რეგულაციების ამოქმედებამდე საპროცენტო განაკვეთი 300%-დან 900%-მდე მერყეობდა. ონლაინსესხების გამცემი კომპანიებისა და ექსპერტთა ნაწილის განმარტებით, ახალმა რეგულაციამ შესაძლოა ბაზრიდან ზოგიერთი კომპანიის გაქრობა გამოიწვიოს.