ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღეს, დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი. როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩევლმა მაია მელიქიძემ განაცხადა, ამ ეტაპზეც დეტალურად მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, რის გამოც კონკრეტიკისგან თავს იკავებს. მისივე ცნობით, ის პირადად შეხვდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, სადაც მათ თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს. მელიქიძე არ უარყოფს, რომ მთავრობის მიერ დეკემბრის ბოლოს წარდგენილი რეგულაციების მიმართ ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების წარმომადგენლებს რიგ საკითხებზე მთავრობისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ.