სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა შემცირდა, ონლაინ-კაზინოებიდან კი გაიზარდა. მიუხედავად, კორონავირუსის გამო გაჩერებული ბიზნესისა, 2020 იანვარ-აპრილში ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 40 ათასი ლარით მეტი შევიდა.
როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში ვკითხულობთ, 2020 წლის იანვარ-აპრილში სათამაშო ბიზნესმა მოსაკრებლის სახით 8 მილიონ 112 ათასი ლარი შეიტანა, რაც 4-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 4 თვეში სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 33 მილიონ 616 ათასი ლარის მოცულობის მოსაკრებელი გადარიცხა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები 18 მარტს დახურეს.