ონკოპაციენტებისთვის ახალი თაობის პრეპარატები მკურნალობის ბოლო ეტაპზეც დაფინანსდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა სხდომაზე მიიღო. მისივე ინფორმაციით, პროგრამა 38 000-ზე მეტ ონკოპაციენტს შეეხება.