სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: “თანამედროვე მიდგომები ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკასა და კურნალობაში“. ღონისძიება „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით მოეწყო. ღონისძიება მიზნად ისახავს ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიოში უახლესი მიღწევების შესწავლას და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობას.